ავეჯის აწყობის ფასები თბილისში: კარადა, საწოლი, სამზარეულო და სხვა
Share
ახალი ავეჯი ყიდეთ, სახლში კი ათობით დეტალი, ჭანჭიკი და გაუგებარი ინსტრუქცია დაგხვდათ. ავეჯის აწყობა შეიძლება თავადაც სცადოთ, მაგრამ ეს ხშირად მთელ დღეს იკავებს, ზოგჯერ კი დაზიანებული დეტალით მთავრდება. ამ სტატიაში Profi Masters-ის ფასებს ნახავთ ავეჯის აწყობაზე, დაშლასა და კედელზე დამაგრებაზე.
მნიშვნელოვანია: ყველა ფასი მხოლოდ სამუშაოს ფასია, მასალისა და დამატებითი ფურნიტურის გარეშე.
კარადა
|
სერვისი |
ფასი |
|---|---|
|
ერთკარიანი კარადის აწყობა |
35₾ |
|
ორკარიანი კარადის აწყობა |
50₾ |
|
სამკარიანი კარადის აწყობა |
55₾ |
|
ოთხკარიანი კარადის აწყობა |
75₾ |
|
ერთკარიანი / ორკარიანი კარადის დაშლა |
35₾ / 50₾ |
|
სამკარიანი / ოთხკარიანი კარადის დაშლა |
55₾ / 60₾ |
|
კარადის შეკეთება |
45₾ |
საწოლი
|
სერვისი |
ფასი |
|---|---|
|
ერთადგილიანი საწოლის აწყობა |
35₾ |
|
ორადგილიანი საწოლის აწყობა |
50₾ |
|
ბავშვის საწოლის აწყობა |
50₾ |
|
საწოლის შეკეთება |
35₾ |
სამზარეულო
|
სერვისი |
ფასი |
|---|---|
|
სამზარეულოს ავეჯის აწყობა |
365₾ |
|
სამზარეულოს დემონტაჟი |
55₾ |
|
სამზარეულოს ზედაპირის შეცვლა |
120₾ |
|
სამზარეულოს ზედაპირის ამოჭრა |
75₾ |
|
სამზარეულოს ავეჯის შეკეთება |
75₾ |
მაგიდა, სკამი, დივანი და ფურნიტურა
|
სერვისი |
ფასი |
|---|---|
|
მაგიდის აწყობა |
35₾ |
|
მაგიდის / სკამის შეკეთება |
35₾ |
|
დივანის / სავარძლის შეკეთება |
90₾ |
|
ავეჯის ფურნიტურის მონტაჟი |
25₾ |
|
კარადის კარზე პეტლის მონტაჟი / შეცვლა (1 ცალი) |
14₾ |
კედელზე დამაგრება: თაროები, სარკეები, ფარდები
|
სერვისი |
ფასი |
|---|---|
|
თაროს მონტაჟი |
35₾ |
|
სარკის დაკიდება (1 მ²-მდე) |
35₾ |
|
სარკის დაკიდება (1–2 მ²) |
50₾ |
|
სარკის დაკიდება (2–3 მ²) |
75₾ |
|
სურათის / ჩარჩოს დაკიდება |
25₾ |
|
კარნიზის მონტაჟი |
40₾ |
|
ფარდის დაკიდება |
25₾ |
|
ფარდა-ჟალუზის მონტაჟი |
30₾ |
ტელევიზორის დაკიდების ფასები და რჩევები იხილეთ სტატიაში „ტელევიზორის კედელზე დაკიდება: ფასი და რა უნდა იცოდეთ“.
როგორ მოემზადოთ ხელოსნის მოსვლამდე
- შეამოწმეთ დეტალები. ყუთები გახსენით და ინსტრუქციის სიის მიხედვით დარწმუნდით, რომ ყველა დეტალი და ჭანჭიკი ადგილზეა. თუ რამე აკლია, მაღაზიას ხელოსნის მოსვლამდე დაუკავშირდით.
- შეინახეთ ინსტრუქცია. ის სამუშაოს აჩქარებს და ზუსტს ხდის.
- გაათავისუფლეთ ადგილი. ავეჯის აწყობას სივრცე სჭირდება, ხშირად იმაზე მეტი, ვიდრე მზა ავეჯი დაიკავებს.
- იცოდეთ, სად დადგება ავეჯი. დიდი კარადა ზოგჯერ ადგილზევე უნდა აიწყოს, რადგან აწყობილი ოთახიდან ოთახში შეიძლება ვეღარ გადაიტანოთ.
მაღალი ავეჯი კედელზე უნდა მიმაგრდეს
მაღალი კარადა, კომოდი და წიგნების თარო შეიძლება გადმოვარდეს, განსაკუთრებით მაშინ, თუ ბავშვი უჯრებზე ან თაროებზე აძვრება, ან ზედა უჯრები სავსეა და ყველა ერთდროულად გაიღება. ბევრ ასეთ ავეჯს კედელზე მისამაგრებელი დეტალი უკვე მოყვება. სთხოვეთ ხელოსანს, აწყობისას ისიც დაამონტაჟოს. ეს რამდენიმე წუთის საქმეა და სერიოზულ უბედურ შემთხვევას აგარიდებთ.
რატომ ღირს ავეჯის აწყობა ხელოსნისთვის მინდობა
- დრო. რაც თქვენ შეიძლება მთელი დღე დაგჭირდეთ, გამოცდილი ხელოსანი ბევრად სწრაფად აკეთებს.
- ხელსაწყოები. ზოგ ავეჯს სპეციალური ხელსაწყო სჭირდება, რომელიც სახლში ყველას არ აქვს.
- დაზიანების რისკი. ზედმეტად მოჭერილი ჭანჭიკი ან არასწორ ხვრელში ჩასმული დეტალი მდფ-ს და დსპ-ს ადვილად აზიანებს, ახალი დეტალის შოვნა კი ყოველთვის შესაძლებელი არ არის.
- სწორი შედეგი. კარები და უჯრები თანაბრად იხურება, ავეჯი არ ირხევა და დიდხანს ძლებს.
ხშირად დასმული კითხვები
რა ღირს კარადის აწყობა?
კარადის აწყობის ფასი კარების რაოდენობაზეა დამოკიდებული: ერთკარიანი 35₾, ორკარიანი 50₾, სამკარიანი 55₾, ოთხკარიანი 75₾.
რამდენ ხანს გრძელდება ავეჯის აწყობა?
მარტივი ავეჯი, მაგალითად მაგიდა ან პატარა კარადა, სწრაფად იწყობა. დიდ კარადას ან სამზარეულოს მეტი დრო სჭირდება. ზუსტ დროს ხელოსანი ავეჯის ნახვის შემდეგ გეტყვით.
ინსტრუქცია დავკარგე. აწყობა მაინც შესაძლებელია?
ხშირად კი, გამოცდილი ხელოსანი ავეჯს ინსტრუქციის გარეშეც აწყობს. თუმცა თუ ინსტრუქცია გაქვთ, ან მწარმოებლის საიტზე მოიძებნება, სამუშაო უფრო სწრაფად და ზუსტად შესრულდება.
ძველი ავეჯის ახალ ბინაში გადატანა მინდა. რა ვქნა?
დიდი კარადა და საწოლი ხშირად დაუშლელად კარში და ლიფტში ვერ ეტევა. ხელოსანი ავეჯს ძველ ბინაში დაშლის, ახალში კი ააწყობს. დაშლის ფასები ზემოთ ცხრილშია.
ახალი ავეჯი იყიდეთ? Profi Masters-ის ხელოსანი ავეჯს სწრაფად და ზუსტად ააწყობს, საჭიროების შემთხვევაში კი კედელზეც მიამაგრებს.
დაგვირეკეთ: 500 900 107 | WhatsApp : 500 900 107