ელექტრიკოსის ფასები თბილისში: სრული ფასების სია
Share
ახალი როზეტი, ჭაღის დაკიდება, ავტომატის შეცვლა თუ გათიშული შუქის მიზეზის პოვნა: ელექტრო სამუშაო ყველა სახლში ადრე თუ გვიან საჭირო ხდება. ამ სტატიაში Profi Masters-ის ელექტრიკოსის ფასები ერთ ადგილას შევკრიბეთ, რომ ხელოსნის მოსვლამდე იცოდეთ, რას უნდა ელოდოთ.
მნიშვნელოვანია: ყველა ფასი მხოლოდ სამუშაოს ფასია. მასალა (როზეტი, სანათი, სადენი, ავტომატი და სხვ.) ცალკე ითვლება.
როზეტები და ჩამრთველები
|
სერვისი |
ფასი |
|---|---|
|
როზეტის / ჩამრთველის შეცვლა |
30₾ |
|
ახალი ელ. როზეტის მონტაჟი |
40₾ |
|
ელ. როზეტის შეკეთება |
35₾ |
|
როზეტის / ჩამრთველის მონტაჟი მზა გაყვანილობაზე (კედლის გამონგრევით) |
35₾ |
|
ახალი ინტერნეტის როზეტის მონტაჟი |
40₾ |
|
ახალი ტელევიზორის როზეტის მონტაჟი |
55₾ |
ჭაღები და სანათები
|
სერვისი |
ფასი |
|---|---|
|
ჭაღის მონტაჟი / დემონტაჟი |
30₾ |
|
ჭაღის მონტაჟი / დემონტაჟი (5 კგ-ზე მეტი) |
70₾ |
|
ჭაღის აწყობა (5 კგ-მდე / 5 კგ-ზე მეტი) |
25₾ / 35₾ |
|
ჭაღის შეკეთება |
50₾ |
|
ბრას მონტაჟი / დემონტაჟი |
25₾ |
|
წერტილოვანი სანათის მონტაჟი გიფსის ამოჭრით |
30₾ |
|
დიოდური სანათის მონტაჟი |
18₾ |
|
სენსორული სანათის მონტაჟი |
18₾ |
|
LED ლენტის მონტაჟი პროფილით (1 მ) |
14₾ |
|
პროჟექტორის მონტაჟი |
30₾ |
ავტომატები, ფარი და მრიცხველი
|
სერვისი |
ფასი |
|---|---|
|
სტანდარტული ელ. ავტომატის მონტაჟი |
25₾ |
|
საერთო (ოთხპოლუსიანი) ავტომატის მონტაჟი |
50₾ |
|
პლასტმასის ფარის (შიტის) მონტაჟი, ამოტეხვის გარეშე |
50₾ |
|
პლასტმასის ფარის (შიტის) მონტაჟი, კედლის ამოტეხვით |
145₾ |
|
ერთფაზა დენის მრიცხველის მონტაჟი |
35₾ |
|
სამფაზა დენის მრიცხველის მონტაჟი |
65₾ |
სადენის გაყვანა
ახალი როზეტის, სანათის ან ტექნიკისთვის ხშირად ახალი სადენის გაყვანაა საჭირო. ფასი მეტრზე ითვლება:
|
სერვისი |
ფასი |
|---|---|
|
ელ. სადენის გაყვანა კაბელარხით (1 მ) |
13₾ |
|
ელ. სადენის გაყვანა კედლის ამოთხრით (1 მ) |
20₾ |
|
ძალოვანი კაბელის გაყვანა (1 მ) |
14₾ |
|
ინტერნეტის სადენის გაყვანა კაბელარხით (1 მ) |
6₾ |
დაზიანების პოვნა და სხვა სამუშაოები
|
სერვისი |
ფასი |
|---|---|
|
ელ. დაზიანების პოვნა (ერთ ოთახში ან მთელ სახლში) |
65₾ |
|
დაზიანებული მონაკვეთის აღდგენა |
50₾ |
|
ფაზის გადაადგილება |
95₾ |
|
ვიდეოთვალიანი დომოფონის მონტაჟი (5 მ კაბელით) |
75₾ |
|
ვიდეოთვალიანი დომოფონის შეკეთება |
50₾ |
|
კვამლის (საზანძრო) დეტექტორის მონტაჟი |
45₾ |
|
მოძრაობის დეტექტორის მონტაჟი |
45₾ |
|
გაზის / მხუთავი აირის დეტექტორის მონტაჟი |
30₾ |
თუ შუქი გაითიშა და მიზეზს ეძებთ, წაიკითხეთ სტატია „სახლში შუქი გაითიშა: მიზეზები და რა გავაკეთოთ“. დეტექტორებზე დეტალურად წერია სტატიაში „გაზისა და მხუთავი აირის დეტექტორი: რატომ გჭირდებათ და სად უნდა დამონტაჟდეს“.
რაზეა დამოკიდებული საბოლოო ფასი
- ღია თუ დამალული გაყვანილობა. კაბელარხით, კედლის ზედაპირზე გაყვანა უფრო სწრაფი და იაფია. კედელში დამალვა კი მის ამოთხრას მოითხოვს, რაც მეტ დროს სჭირდება და სამუშაოს შემდეგ კედლის შელესვაც ხშირად საჭიროა.
- კედლისა და ჭერის ტიპი. ბეტონის ან ქვის კედელში სამუშაო უფრო რთულია, ვიდრე გიფსში.
- მოწყობილობის წონა და სირთულე. მძიმე ჭაღი ან მრავალნაწილიანი სანათი უფრო მყარ დამაგრებას და მეტ დროს მოითხოვს.
- არსებული გაყვანილობის მდგომარეობა. ძველ ბინებში ხშირად ხელოსანს ჯერ არსებული პრობლემის მოგვარება უწევს.
რატომ არ ღირს ელექტრო სამუშაოს თავად გაკეთება
როზეტის შეცვლა შეიძლება მარტივად მოგეჩვენოთ, მაგრამ არასწორად მიერთებული სადენი ან მოშვებული კონტაქტი შეიძლება მხოლოდ თვეების შემდეგ გამოვლინდეს: როზეტი ხურდება, სადენი ლღვება და ხანძრის რისკი ჩნდება. დენის დარტყმის საფრთხეზე რომ აღარაფერი ვთქვათ. ელექტრო სამუშაოს ფასი ხშირად იმდენად დაბალია, რომ რისკად ნამდვილად არ ღირს.
ხშირად დასმული კითხვები
რა ღირს ჭაღის დაკიდება?
ჭაღის მონტაჟი 30₾ ღირს. თუ ჭაღი 5 კგ-ზე მძიმეა, ის უფრო მყარ დამაგრებას საჭიროებს და მონტაჟი 70₾ ჯდება. თუ ჭაღი აწყობილი არ არის, აწყობა ცალკე ფასდება.
რა ღირს ახალი როზეტის დამატება?
ახალი როზეტის მონტაჟი 40₾ ღირს. თუ ახლოს გაყვანილობა არ არის, სადენის გაყვანა მეტრის მიხედვით ემატება: კაბელარხით 13₾, კედლის ამოთხრით 20₾ მეტრზე.
რატომ ხურდება როზეტი?
ყველაზე ხშირი მიზეზებია მოშვებული კონტაქტი ან გადატვირთვა, მაგალითად, როცა ერთ როზეტში ბევრი ძლიერი მოწყობილობაა ჩართული. ცხელი როზეტი ხანძრის რისკია: მისი გამოყენება შეწყვიტეთ და ელექტრიკოსი დაიბარეთ.
ძველ ბინაში გაყვანილობის შეცვლა მჭირდება?
ძველ კორპუსებში გაყვანილობა ხშირად ალუმინისაა და თანამედროვე დატვირთვისთვის არ არის გათვლილი. თუ ავტომატი ხშირად აგდებს, როზეტები ხურდება ან შუქი ციმციმებს, ელექტრიკოსს შეამოწმებინეთ.
ელექტრიკოსი გჭირდებათ? დაგვირეკეთ, აგვიხსენით სამუშაო და ფასს წინასწარ გეტყვით.
დაგვირეკეთ: 500 900 107 | WhatsApp: 500 900 107