მეტალოპლასტმასის ფანჯრის რეგულირება ზამთრისთვის: რატომ უბერავს და როგორ გამოვასწოროთ

მეტალოპლასტმასის ფანჯრის რეგულირება ზამთრისთვის: რატომ უბერავს და როგორ გამოვასწოროთ

სიცივის დადგომასთან ერთად ბევრი ამჩნევს, რომ დაკეტილი ფანჯრიდან ცივი ჰაერი შემოდის. ხშირად ფანჯარა გაფუჭებული არ არის, უბრალოდ ზაფხულის რეჟიმზეა დარეგულირებული ან რეზინია გაცვეთილი. ამ სტატიაში აგიხსნით, როგორ დაადგინოთ მიზეზი, რისი გაკეთება შეგიძლიათ თავად და რა ღირს ფანჯრის რეგულირება და შეკეთება.

როგორ შეამოწმოთ, უბერავს თუ არა ფანჯარა

მარტივი ტესტი: გააღეთ ფანჯარა, ფრთასა და ჩარჩოს შორის ჩადეთ ქაღალდის ფურცელი და დაკეტეთ. შემდეგ სცადეთ ფურცლის გამოწევა. თუ ის მსუბუქად გამოდის, ამ ადგილას ფრთა ჩარჩოს საკმარისად არ ეკვრის. შეამოწმეთ ფრთის ყველა მხარე: ზემოთ, ქვემოთ და გვერდებზე.

1. ზაფხულისა და ზამთრის რეჟიმი

თანამედროვე მეტალოპლასტმასის ფანჯრების დიდ ნაწილს ფრთის კიდეზე პატარა მრგვალი ან ოვალური ექსცენტრიკები აქვს. მათი მობრუნებით იცვლება, რამდენად მჭიდროდ ეკვრის ფრთა ჩარჩოს:

  • ზაფხულის რეჟიმი: ფრთა სუსტად ეკვრის, რაც მცირე ვენტილაციას უზრუნველყოფს და რეზინსაც ნაკლებად ცვეთს.
  • ზამთრის რეჟიმი: ფრთა მჭიდროდ ეკვრის და სითბოს უკეთ ინარჩუნებს.

როგორ გადაიყვანოთ ზამთრის რეჟიმზე: ექსცენტრიკები, როგორც წესი, ექვსწახნაგა გასაღებით ან ქანჩით ტრიალდება, მათზე კი ხშირად ნიშანია. რომელი მდგომარეობა შეესაბამება ზამთრის რეჟიმს, მწარმოებლის მიხედვით განსხვავდება, ამიტომ ჯერ ერთი ექსცენტრიკი მოაბრუნეთ და ქაღალდის ტესტით შეამოწმეთ, გაუმჯობესდა თუ არა. შემდეგ დანარჩენები იმავენაირად დაატრიალეთ.

ყველა ფანჯარას არ აქვს რეგულირებადი ექსცენტრიკები და მათი ტიპი მწარმოებლის მიხედვით განსხვავდება. თუ არ ხართ დარწმუნებული, ძალა ნუ დაატანთ: დაზიანებული ფურნიტურის შეცვლა რეგულირებაზე ბევრად ძვირი ჯდება.

2. გაცვეთილი რეზინი

თუ ფრთა მჭიდროდ არის დარეგულირებული, ფანჯარა კი მაინც უბერავს, შეამოწმეთ რეზინი ფრთისა და ჩარჩოს ირგვლივ. ის დროთა განმავლობაში ხმება, სკდება და ბრტყელდება.

  • თუ რეზინი რბილი და მთელია, უბრალოდ გაწმინდეთ და შეგიძლიათ სპეციალური სილიკონის საშუალებით დაამუშაოთ. ეს მის ელასტიურობას ინარჩუნებს;
  • თუ რეზინი ხისტია, დამსკდარია ან ადგილებზე აღარ არის, ის უნდა შეიცვალოს.

3. ფრთა დაწეულია ან ძნელად იკეტება

თუ ფანჯრის დასაკეტად ფრთის აწევა გიწევთ, სახელური ძნელად ტრიალდება ან ფრთა ჩარჩოს ქვედა ნაწილს ედება, ფრთა დაწეულია. ეს ხშირად ხდება ფართო ან მძიმე ფრთებზე. ფრთა პეტლების რეგულირებით სწორდება.

სახელურს ძალით ნუ დაატრიალებთ. ასე შიდა მექანიზმი ზიანდება და მარტივი რეგულირების ნაცვლად ფურნიტურის შეცვლა დაგჭირდებათ.

4. როცა პრობლემა ფანჯარაში არ არის

თუ ცივი ჰაერი ფრთიდან კი არა, ჩარჩოს ირგვლივ, კედელთან შეერთების ადგილიდან შემოდის, მიზეზი, სავარაუდოდ, ფანჯრის მონტაჟშია: ჩარჩოსა და კედელს შორის სივრცე არასწორად ან არასაკმარისად არის შევსებული. ამას რეგულირება ვერ შველის და ხელოსანმა ადგილზე უნდა შეაფასოს.

ალუმინის ფანჯრები და აივნის კარები

აივნებზე ხშირად გვხვდება ალუმინის გასაწევი ფანჯრები. თუ ისინი ძნელად მოძრაობს, ხმაურობს ან ბოლომდე არ იკეტება, მიზეზი, როგორც წესი, გაცვეთილი ან დაბინძურებული გორგოლაჭები და დაზიანებული ფურნიტურაა. ასეთი ფანჯრის შეკეთება ცალკე სერვისია.

ფასები: ფანჯრისა და აივნის კარის შეკეთება

სერვისი

ფასი

მეტალოპლასტმასის ფანჯრის / კარის რეგულირება და შეკეთება

50₾

მეტალოპლასტმასის ფანჯრის / კარის რეზინის შეცვლა

80₾

პეტლის მონტაჟი / შეცვლა (1 ცალი)

25₾

გადმოსაკიდი (ვენტილაციის) მექანიზმის მონტაჟი, მეტალოპლასტმასი

75₾

ალუმინის ფანჯრის / კარის შეკეთება

45₾

ალუმინის ფანჯრის / კარის პეტლის შეცვლა

60₾

ალუმინის ფანჯრის / კარის გადმოსაკიდი მექანიზმის დაყენება

85₾

შუშის ჩასმა (2 მ²-მდე)

50₾

შუშის ჩასმა (2 მ²-ზე მეტი)

75₾

ფასები მოიცავს მხოლოდ სამუშაოს, მასალისა და ნაწილების გარეშე.

ხშირად დასმული კითხვები

რა ღირს მეტალოპლასტმასის ფანჯრის რეგულირება?

მეტალოპლასტმასის ფანჯრის ან კარის რეგულირება და შეკეთება 50₾ ღირს. თუ რეზინია შესაცვლელი, ეს ცალკე სამუშაოა და 80₾ ჯდება.

ზამთრის რეჟიმზე გადაყვანა თავად შემიძლია?

თუ ფანჯარას რეგულირებადი ექსცენტრიკები აქვს, შეგიძლიათ. ყველა ექსცენტრიკი ერთნაირად დაატრიალეთ და ძალა ნუ დაატანთ. თუ ფრთა დაწეულია, სახელური ძნელად ტრიალდება ან დარწმუნებული არ ხართ, ხელოსანს ანდეთ: არასწორმა რეგულირებამ შეიძლება მექანიზმი დააზიანოს.

ზამთარში რატომ ორთქლდება ფანჯრის მინა?

ორთქლი ხშირად ოთახში მაღალი ტენიანობის შედეგია და არა ფანჯრის დეფექტი. ბინის რეგულარული განიავება და სამზარეულოსა და აბაზანის გამწოვი, როგორც წესი, ამ პრობლემას ამცირებს. თუ ორთქლი მინის პაკეტის შიგნით, მინებს შორის ჩნდება, პაკეტი დაზიანებულია.

რამდენად ხშირად სჭირდება რეზინს შეცვლა?

რეზინი დროთა განმავლობაში ხმება, სკდება და ელასტიურობას კარგავს. თუ ის ხისტი ან დამსკდარია, ან ფრთის დაჭერის მიუხედავად ფანჯარა მაინც უბერავს, დროა შეიცვალოს.


ფანჯარა უბერავს? Profi Masters-ის ხელოსანი ფანჯრებს ზამთრისთვის დაარეგულირებს და საჭიროების შემთხვევაში რეზინსაც შეცვლის.

დაგვირეკეთ: 500 900 017  |  WhatsApp: 500 900 107

 

Вернуться к блогу